Monday, February 29, 2016

პროექტის გეგმა

1პროექტის სახელწოდება:საქართველის ტბები
პროექტის  აქტუალობა: მოცემული პროექტს ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ტბებს.  შეადგენენ საინფორმაციო ბროშურებს.  შეაგროვებენ მონაცემებს საქართველოს ტბების სიდიდის, სიღრმის, მდებარეობის შესახებ, მიღებულ ცოდნას გაუზიარებენ  სხვა მოსწავლეებს სლაიდსპრეზენტაციის საშუალებით.
როექტის მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ:
  • საქართველოს ფარგლებში რუკების საშუალებით ტბების მოძიებას;
  • მათ შედარებას სიდიდის. სიღრმის, მდებარეობის მიხედვით
  • სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაციის შეგროვებას,  ორგანიზებს, შეჯერებს და მის გამოყენებას საინფორმაციო     ბროშურის და პრეზენტაციის შესაქმნელად.
მონაწილეთა ასაკი:IX
პროექტის ხანგრძლივობა2 კვირა, 
მოსალოდნელი პროდუქტი
პროექტის მიმდინარეობა:
 სწავლების დაწყებამდე
მოცემული პროექტი  შეისწავლის საქართველოს ტბებს. პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, 
 მოსწავლეები  ჯგუფებში პირველ რიგში შეისწავლიან   მშობლიურ  რეგიონში არსებულ ტბებს, ხოლო შემდეგ მუშაობა წარიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით. შეასრულებენ სხვადასხვა  დავალებებ პროექტზე მუშაობისთვის მოსამზადებლად.
ფაილებს და ციფრული ფოტოებს მოათავსებენ ელექტრონულ საქაღალდეში.
  ცოდნის გაზიარება
მოსწავლეების ჯგუფები მოამზადებენ ბროშურას და საპრეზენტაციო ფაილს, განიხილავენ პრეზენტაციის მოსამზადებელი საკითხების ნუსხას და რუბრიკას. განვუმარტავ ინდივიდუალური და ჯგუფური შეფასების ფორმებს. თითოეულ ჯგუფს მივცემ  თანმიმდევრულად სხვადასხვა დავალების და ვალდებულების  შესრულების შესაძლებლობას.
 ჯგუფებს მივცემ შესაძლებლობას ისარგებლონ თვალსაჩინოებებით კერძოდ, საპრეზენტაციო პროგრამებით, ფლიპჩარტის ქაღალდებით, რუკებით, პროექტორით და სხვა საჭირო მასალით. გუნდების მიერ ტექსტის და თვალსაჩინოებების მომზადების შემდეგ,  საპრეზენტაციოდ შევარჩევ ერთი საუკეთესო გუნდი. დავგეგმავთ  ჯგუფის  შეხვედრას  პარალელური კლასების მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნის და შედეგების გასაზიარებლად.
 პრეზენტაციის  შემდეგ, ჯგუფის წევრები განიხილავენ თანატოლთა რეკომენდაციებს მოსწავლეების ყურადღებას გავამახვილებინებ აუდიტორიის შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე.
 შეჯამება:
გავმართავთ დისკუსიას, პროექტების განხორციელების შედეგად მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის და გამოცდილების შესახებ. დაუბრუნდით შეკითხვებს:

 როგორ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულნი?
            რით არის ტბა მნიშვნელოვანი?
რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ტბები?
            როგორ ცვლის ადამიანის საქმიანობა სანაპიროს?
რა არის ცოცხალი ორგანიზმების ის სამი ძირითადი სახეობა, რომელიც ტბებში ბინადრობს?
როგორია ტბების რესურსები და როგორ გამოიყენება ისინი?
რა ფაქტორები განაპირობებს ტბების დაბინძურებას?

პროექტის დასასრულს, განვიხილავთ საწყის ეტაპზე შედგენილი ვ-მ-ვ ცხრილს, განვათავსებთ ნაშრომებს სპეციალურ ალბომებში. ვორდის ან ხატვის პროგრამის გამოყენებით, მქსწავლეები შექმენან ალბომის ყდას.  გააკეთებენ ჩატარებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტების ორგანიზებას.  დაურთავენ პრეზენტაციის რუბრიკებს და  ფოტოებს. 

აგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტ
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოკამერა, კომპიუტერი, ციფრული კამერა, ინტერნეტკავშირი, პრინტერი, პროექტორი, ტელევიზია, ვიდეოკამერა.
პროექტის ხელმძღვანელი:ლეილა მაკრახიძე
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტაmakraxidzel@com: